Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს. ეს ეხება მხოლოდ იმ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის უცხოური ფულის შემოსავალი 20 პროცენტზე მეტია

მარშალ პრესი 05/04/2024
KAXA KAXISHVILI

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს. ეს ეხება მხოლოდ იმ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის უცხოური ფულის შემოსავალი 20 პროცენტზე მეტია. თუ 20 პროცენტზე ნაკლებია, ესეც არ ეხება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამასობაში არ აქვთ 20 პროცენტზე მეტი შემოსავალი.

„ის, ვინც წუხს, მას აქვს პრეტენზია, წარმოადგინოს საზოგადოებრივი აზრი. ის ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე წუხილს გამოთქვამენ და 20 პროცენტზე მეტი აქვთ, ისინი ჩვენ ხომ მარტო ენჯეოების სახით არ გვევლინებიან? ისინი ჩვენ გვევლინებიან როგორც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია.

ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ სასამართლოს განაჩენნი, გადაწყვეტილება, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამას ისე წარადგენენ, როგორც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ბოლო არბიტრები არიან. ფაქტობრივად, ისინი ამ განცხადებებით ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მაგრამ თუ შენ გაქვს ამბიცია, რომ მოახდინო საზოგადოებრივი აზრის ნაწილის ფორმირება მაინც ხომ უნდა წარმოგეშვას ვალდებულება, თქვა, რის საფუძველზე ლაპარაკობ, რა დგას ამის უკან. სამართალში არ არსებობს მხოლოდ უფლება, პასუხისმგებლობის გარეშე. როგორც არ არსებობს პასუხისმგებლობა უფლების გარეშე“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

Post navigation

Previous: ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის
Next: სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო თუ მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ პროექტის, პოლიტიკის უკან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.