Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არასამთავრობო სექტორის დეგრადირება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და მათი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია”

მარშალ პრესი 04/04/2024
tamar chiburdanidze

„საქართველოს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებული არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი შექმნა უცხოეთმა და ვინც აფინანსებს, მათია. ფულს არავინ უმიზნოდ არ ყრის, მითუმეტეს, განვითარებული სახელმწიფოები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

პოსტში ჩიბურდანიძეს ის მონაცემი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს არასამთავრობო სექტორმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, სარეიტინგო პოზიცია გაიუარესა.

„სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. ასეთი ნეგატიური შედეგები ბოლო ათეული წლებია არ გვახსოვს.

ალბათ ბევრი იკითხავს, ახლა გაიგო ხალხმა, რომ ისინი არაეროვნულ ინტერესებს ემსახურებიანო? ეს ხალხმა ყოველთვის იცოდა, მაგრამ მანამდე არასამთავრობო სექტორის რეპუტაციას უმაღლეს დონეზე იცავდნენ საკუთარი დონორები. ახლაც გამალებით იცავენ, მაგრამ ვეღარ ახერხებენ, რადგან ხალხისთვის უკვე ყველაფერი ნათელია. საქართველოს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებული არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი შექმნა უცხოეთმა და ვინც აფინანსებს, მათია. ფულს არავინ უმიზნოდ არ ყრის, მითუმეტეს, განვითარებული სახელმწიფოები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ საქართველოში.

არასამთავრობო სექტორის დეგრადირება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და მათი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია. ამას ალბათ გაითვალისწინებენ დონორები და მეტად გაუფრთხილდებიან საკუთარი ხალხის ფულს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: როგორც „ნაც-მოძრაობამ“ შექმნა „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ასევე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, დეგენერაციის გზაზე მდგარი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი
Next: ირაკლი კაკაბაძემ ისევ “გაჭედა” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.