Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა

მარშალ პრესი 04/04/2024
guram macharashvili1

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების და მასთან ერთად „ხალხის ძალის“ მიზანია საქართველოს მოქალაქის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, რაც მომავალში მის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებას განაპირობებს.

შესაბამისად, მაჭარაშვილის თქმით, ამომრჩეველი შეძლებს ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევას. საკუთარი მოსაზრებების არგუმენტად დეპუტატმა დაასახელა რადიკალური არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყარო (უცხოური ორგანიზაციები) და ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენადაა ევროპული ღირებულება ისეთი აქტივობების დაფინანსება, როგორიცაა, მაგალითად, აქცია სახელწოდებით „მე ვესროლე”.

„ჩვენ ვნახეთ სად ირიცხება თანხები. ფული ირიცხება „დროა“-ში, ასევე, “სირცხვილია”-მ მოაწყო აქცია „მე ვესროლე“. „მე ვესროლე“ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია ის, რაც იმ მოქალაქემ [ლაზარე გრიგირიადისი] გააკეთა, რომელსაც უნდოდა ცოცხლად დაეწვა პოლიციელი. ყოველივე ამას აფინანსებს ევროპის განვითარების ფონდი. სადაა აქ ევროპული ღირებულება? საზოგადოებამ განსაჯოს – ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და მერე ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რა არის მართალი და რა არის ტყუილი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ვერ გაიგებ რაში იხარჯება ფული, რომელსაც დონორები აძლევენ არასამთავრობოებს – ეს ფული ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციისთვის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იხარჯება
Next: როგორც „ნაც-მოძრაობამ“ შექმნა „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ასევე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, დეგენერაციის გზაზე მდგარი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.