Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მილიონებს იღებენ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეიძინონ და რევოლუციაზე სემინარები ატარონ

მარშალ პრესი 04/04/2024
guram macharashvili

„ნინო ლომჯარია არავის გამომყვანი არ არის ქუჩაში. ეს ერთი წლის წინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას.

გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოური ძალები ქვეყანაში არეულობას აფინანსებენ, შესაბამისად, მათ არ სურთ ამ თანხების მიზნობრიობის გამოაშკარავება.

„ერთი წლის წინაც საზოგადოების ნაწილი ქუჩაში ლომჯარიამ და გვარამიამ კი არა, არამედ უცხოურმა ძალებმა გამოიყვანეს. თუმცა ამას დღეს ვეღარ მოახერხებენ, რასაც ლომჯარიას სიტყვებიც მოწმობს, როცა თავის პატრონებს ეუბნება, რომ ის რისი გამომყვანია, თუ მათ არ დაამძიმეს სიტუაცია. ეს იმის პირდაპირი ლუსტრირებაა, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ.

სამწუხაროდ, უცხოურმა ძალამ შეძლო და „ენჯეო“ სექტორის სახით თავის დროზე აქ პარალელური ხელისუფლება ჩამოაყალიბა. მათ აფინანსებენ და ამ ფინანსების დიდი ნაწილი საჯარო არ არის. ლომჯარია იქნება, გიგაური თუ სხვა, მილიონებს იმაში იღებენ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეიძინონ, მოაწყონ ისეთი ტიპის აქციები, როგორიც იყო – „მე ვესროლე“ და სემინარები ატარონ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, ამაში აღებულ თანხებს ისინი არ გაასაჯაროებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: როგორ ბედავენ რადიკალები სპორტსმენებს მიმართონ?
Next: როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ იმის გამო, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, არაეთიკურია შენ კოლეგასთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025