Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას პასუხი არ აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

მარშალ პრესი 04/04/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი „რუსული.“

ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, უცხოეთიდან შემოსული თანხები სად იხარჯება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და იძახის, რომ [კანონპროექტი] „რუსულია,“ მაგრამ დღესაც მას არ აქვს პასუხი, რა არის მასში რუსული. შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღე დაველოდოთ და იქნებ გვითხრან, რა არის „რუსული.“

იქნებ, მართლაც არის რაღაც საეჭვო და ჩვენც დავფიქრდეთ, მაგრამ იქ არაფერია საეჭვო. ერთადერთი რამ არის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ფული რაში, რამდენი და ვისგან მოწოდებული იხარჯება. თუკი ევროპაში უკვე დაინიცირებულია ეს კანონპროექტი და საფრანგეთში ღებულობენ მას, თუ იქ არის ამერიკულ-ბრიტანული, მაშინ ეს რატომ არის რუსული საქართველოში?!“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად ახორციელებს
Next: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა – ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული “ენჯეოები”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025