Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი ხალხი, რომლებსაც არ წაუკითხავს კანონი, მავნებლების გავლენის ქვეშ ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უცოდინარობას თავის მზაკვრული გეგმებისა განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად იყენებენ

მარშალ პრესი 04/04/2024
levan nikoleishvili

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება. ექსპერტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ნათლად ჩანს თუ ვის ეხება და არ ეხება „გამჭვირვალობის კანონი“.

როგორც ექსპერტის წერს, მავნებელ-რადიკალები, რომ „გამჭვირვალობის კანონს“, ისევ რუსულ კანონს უწოდებდნენ ეს ისედაც ცხადი იყო. მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი, სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია ქვემოთ მოყვანილ ამ მცირე განმარტებას გადახედონ.

„მავნებელ-რადიკალები, რომ „გამჭვირვალობის კანონს“, ისევ რუსულ კანონს უწოდებდნენ ეს ისედაც ცხადი იყო.

მაგრამ იმ ადამიანებმა (რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი) სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია ქვემოთ მოყვანილ ამ მცირე განმარტებას გადახედონ! „არ ცოდნა არ ცოდვაა“ ყოველთვის არ ამართლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ იცი, არც გინდა გაიგო და არც კითხულობ. ეს უკვე უფრო უმეცრებასა და უვიცობაში გადადის. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ასეთი ხალხი მავნებლების გავლენის ქვეშ ძალიან მარტივად, თითქმის ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უმეცრებასა და უცოდინარობას მშვენივრად იყენებენ თავის მზაკვრული გეგმებისა და საქმეების განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად თუ იარაღად.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: იმ ორგანიზაციების რიგებში, რომლებიც 20%-ით ფინანსდებიან, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი “ენჯეო” სექტორი და სხვა
Next: საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ერთი პატარა ქვეყანაა, რომელმაც ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომით მოახერხა ბიუჯეტის გასამმაგება და ბიუჯეტის მესამედი მიდის სოციალურ საჭიროებებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.