Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ საფრანგეთმა პირველი მოსმენით მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გამაგებინეთ – გამჭვირვალედ აჩვენონ საზოგადოებას, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება

მარშალ პრესი 03/04/2024
viqtor japaridze

„ეს მისაღები იყო მაშინაც [შარშან], მაგრამ მაშინ კანონი არავინ წაიკითხა, არავინ მას არ ჩახედა და თავიდანვე მონათლეს, როგორც „რუსული კანონი“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებას გამჭვირვალედ უნდა აჩვენონ თუ რას ხმარდება ესა თუ ის თანხა.

„თუ საფრანგეთმა პირველი მოსმენით, 171 ხმით, მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გამაგებინეთ. რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა?! ყოველდღე საუბრობენ, თითქოს კორუფციაა, ვიღაცა რაღაცას მალავს. დადგნენ და გამჭვირვალედ აჩვენონ საზოგადოებას, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება.

სანქცია რა არის? ფულადი ჯარიმის გარდა, სხვა სანქცია ხომ არ არის?! – ეს მისაღები იყო მაშინაც [შარშან], მაგრამ მაშინ კანონი არავინ წაიკითხა, არავინ მას არ ჩახედა და თავიდანვე მონათლეს, როგორც „რუსული კანონი“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება
Next: პოლიტიკური მონაწილეობა იქნება, თუ ეკონომიკური, ქალი იქნება თუ მამაკაცი, ის არჩეული უნდა იყოს არა სქესობრივი კუთვნილების გამო, არამედ მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და განათლების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.