IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული პარლამენტს გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისულების მოთხოვნით თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები და ასევე წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღდეგ. მათ აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით კონსტიტუციური კანონპროექტი მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება