უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის განმეორებით ინიციატივას უკვე მოჰყვა მანიპულაციური და სპეკულაციური შეფასებები, რომ საქართველო რუსულ ჭაობში ეფლობა, რომ საქართველომ უარი თქვა ევროპაზე და ასე შემდეგ.
არასამთავრობოების და რიგი ოპოზიციური პარტიების განგაშის შემდეგ, საქმეში ერთვება უკრაინის მთავარი იმედი და გადარჩენა, არც მეტი, არც ნაკლები – გიგა მაქარაშვილი, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს.

