Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

პირველი შემთხვევა არაა, ვისაც ჩვენ სამართლიანად დამნაშავეებად ვაღიარებთ, თქვენ რეფორმატორებად მიიჩნევთ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანების თანასწორობისაკენ მივისწრაფვით

მარშალ პრესი 18/05/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

„ნაც-ლობისტო ქალბატონებო და ბატონებო, პირველი შემთხვევა არაა, ვისაც ჩვენ სრულიად სამართლიანად ჯალათებად და დამნაშავეებად ვაღიარებთ, თქვენ დემოკრატებად და რეფორმატორებად მიიჩნევთ, მაგრამ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, არა პირადი გამორჩენით, არამედ დემოკრატიის პრინციპებიდან და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე სწორედ რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანების თანასწორობისაკენ მივისწრაფვით!“– წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით თუ შეუძლიათ უბრალოდ გვითხრან, მსგავსი დანაშაულებისთვის მათი ქვეყნების კანონმდებლობა რას გულისხმობს, ზოგადად მათთან სამართალი როგორ იქცევა?!

„ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი, დავიდ კრამერი ზიგმანტას პავლინიუსი, იან კელი და ასე შემდეგ, ეს გახლავთ არასრული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც საქართველოს ბედი და მასთან კეთილგონივრული ურთიერთობა კი არ ანაღვლებთ, არამედ ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ბედი და მომავალი.

ამ ადამიანებს, რომ ჰკითხო დემოკრატის საფრთხის გამო, აღშფოთებულ-შეშფოთებულები თავს სწირავენ, განსაკუთრებით თუ ამ საფრთხეს სხვაგან ხედავენ, თავის ქვეყნებში კი…აბა, თუ შეუძლიათ უბრალოდ გვითხრან, მსგავსი დანაშაულებისთვის მათი ქვეყნების კანონმდებლობა რას გულისხმობს, ზოგადად მათთან სამართალი როგორ იქცევა?! ულტიმატუმად არ მიიღოთ, მაგრამ ან ეს განმარტება უნდა გააკეთონ ან უბრალოდ ამ არასრულ სიას მიხეილ და რაისა (მერე რა, რომ მკვდარია) გორბაჩოვებიც უნდა დაემატონ. სწორედ ის გორბაჩოვი 9 აპრილს, რომ თბილისში სისხლიანი კალო მოაწყო, დასავლეთმა კი ლამის დემოკრატისა და პლურალიზმის მეფედ აღიარა, და დასავლეთის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდიდან, რომ არ იხსნებოდა მის ტყლიპიანი თავ-სახე. ასეა, ძვირფასო ნაც-ლობისტო ქალბატონებო და ბატონებო, პირველი შემთხვევა არაა, ვისაც ჩვენ სრულიად სამართლიანად ჯალათებად და დამნაშავეებად ვაღიარებთ, თქვენ დემოკრატებად და რეფორმატორებად მიიჩნევთ, მაგრამ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, არა პირადი გამორჩენით, არამედ დემოკრატიის პრინციპებიდან და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე სწორედ რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანების თანასწორობისაკენ მივისწრაფვით!“– წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა
Next: რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს? – რობერტ სტურუას მიმართვა ამერიკის ელჩს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025