Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან

მარშალ პრესი 03/04/2024
ზურაბ ჯაფარიძე

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „გამჭვირვალობის კანონის“ კომენტირებისას.

ჯაფარიძის თქმით, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ჩემი აზრით, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის [„გამჭვირვალობის შესახებ“] გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ.

ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე, 26 ოქტომბერს.

ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს, ეს სჭირდება ამ ქვეყანას.

ჩვენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო, ნორმალური არჩევნები, მათ შორის ეს მოგვცემს საშუალებას რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, მე არ ვიცი ამის მზაობა რამდენად არსებობს.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან“ – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

Post navigation

Previous: გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები, არის ანტონიმები და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება
Next: საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.