ვრცელდება მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რამაც ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორში პანიკა გამოიწვია.
“კანონის დასახელება – კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
უცხოური ძალა – უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი
სუბიექტის დასახელება – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია
ვის ფარავს – არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს)
რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას – ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში
რა ხდება თუ დეკლარირებას არ მოახდენენ – მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (თუ მაინც არ წარადგენს 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ)
რა ხდება ამ კანონის მიღების შემდეგ – ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია.”– წერია კანონპროექტში.
