IMG.GE IMG.GE

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკავაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, დღევანდეელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის და მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ოფისის, ადანიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობას და უზრუნვეყოფს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით  კონსტიტუციური კანონპროექტი მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება