Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცუდ დღეში ხართ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს. წარმოიდგინეთ, რას გიშვებათ თავად ევროპა?

მარშალ პრესი 03/04/2024
tamar chiburdanidze

„თქვენთვის ევროპა მხოლოდ ლიბერალიზმია, ჩვენთვის კი – სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებები, მათ შორის, სიმართლე და გამჭვირვალობა,” – ასე მიმართავს ოპოზიციას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ირწმუნება, რომ პანიკაში მყოფი ოპოზიცია აგონიაშია და კვლავ ცდილობს მასობრივი არეულობისთვის ახალგაზრდების გამოყენებას.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, მცდელობა რადიკალებს არ გამოუვათ და სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან, ვინც მათ ოქტომბრის არჩევნებზე მოსთხოვს პასუხს.

“ოპოზიცია პანიკაშია, წელს აღარ გაჭრის მათი მაშველი სიტყვა “რუსული” და რაღა ქნან, არ იციან. თუკი შარშან ამ სიტყვით ხალხი მოატყუეს, წელს ვეღარ შეძლებენ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს.

მართალია, განწირული ხმით გაჰკივიან და მოუწოდებენ სტუდენტობას, კვლავ ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელებს, მაგრამ ის სტუდენტობა მოსთხოვს სწორედ მათ პასუხს ოქტომბრის არჩევნებში. ამ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ, რადგან აუცილებელია ვიცოდეთ, რაში იხარჯება უცხოური ფული ჩვენს ქვეყანაში.

სასოწარკვეთილ ოპოზიციას კი მივმართავ – ცუდ დღეში ხართ, გამოუვალია თქვენი მდგომარეობა, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს. წარმოიდგინეთ, რას გიშვებათ თავად ევროპა? თქვენთვის ევროპა მხოლოდ ლიბერალიზმია, ჩვენთვის კი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებები, მათ შორის – სიმართლე და გამჭვირვალობა”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ
Next: გამჭვირვალობის კანონზე განგაში ამჯერად “თბილისი პრაიდმა” ატეხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.