Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნება” უბრუნდება “გამჭვირვალობის კანონს”, რომელსაც პარტია “ხალხის ძალა” რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს

მარშალ პრესი 03/04/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, სადაც მდინარაძემ მმართველი გუნდის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. ქართველიშვილი დადებითად აფასებს მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას და წერს, რომ პარტია “ხალხის ძალა” კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ”

“საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ მოიწონა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტი, რომელსაც კანონიერ ძალას მაისში ზედა პალატა მიანიჭებს.

საფრანგეთმა ჩათვალა, რომ საკუთარ სახელმწიფოებრივ სივრცეში უნდა ფლობდეს ინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე უცხოური ფინანსური ზეგავლენების შესახებ. აქ ნაკლებად სავარაუდოა – რუსეთი იგულისხმებოდეს, რომელიც მსგავსი ზეგავლენების მოხდენის თვალსაზრისით, სულ რომ ამის გულწრფელი სურვილი გააჩნდეს – სრულ საბანკო/საფინანსო ბლოკადაშია მოქცეული. შესაძლოა, საფრანგეთში სწორედ ის მიმართულება იგულისხმება, რომლის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ზუსტად ერთი წლის წინ ისაუბრა: “იყო აშშ-ს მოკავშირე არ ნიშნავს იყო მისი ვასალი. ევროპამ უნდა იბრძოლოს საკუთარი სტრატეგიული ავტონომიისათვის.

ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული მთელ რიგ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებში”. სწორედ 2023 წლის აპრილში ნიდერლანდებში ვიზიტისას გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ, მაკრონმა თავის კანონმდებლებს მისცა დავალება დაეწყოთ მუშაობა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე. საქართველოს დღეს ანალოგიურ ვითარებასთან უწევს გამკლავება, რომელსაც საფრანგეთისგან განსხვავებით ასევე ემატება რუსეთის მხრიდან საქართველოში ათზე მეტი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის უკონტროლო დაფინანსების პრობლემა. ასევე გასათვალისწინებელია დასავლეთიდან “არამიზნობრივი ფინანსირების” შემთხვევებიც, რაზეც ამახვილებს თავის ყურადღებას ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, სიტუაციას ართულებს ძირითადი დონორების ყრუ პოზიცია, როდესაც ისინი უარს აცხადებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, საკუთარი ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდების მიზნით. ევროპული და ამერიკული საუკეთესო გამოცდილების კიდევ უფრო კარგად გაზიარებისა და შესწავლის შემდგომ, დიახ – “ქართული ოცნება” უბრუნდება ქვეყნის საზოგადოებრივ/პოლიტიკური ცხოვრების აღნიშნული სეგმენტის გამჭვირვალობის, საკანონმდებლო სივრცეში განხილვის გაგრძელებას. კვლავინდებურად, ეს არ იქნება არც ამერიკული, არც უკვე ფრანგული და მით უმეტეს არანაირი “რუსული”, არამედ – ეროვნული კანონი, “გამჭვირვალობის კანონი”, რომელსაც პარტია “ხალხის ძალა” რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს,” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე
Next: მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025