Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

მარშალ პრესი 03/04/2024
don chicho

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე „OK“, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები – შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა, ასევე პროტეუსის ბაქტერია (Proteus spp), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე, დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში

Post navigation

Previous: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ტრანსგენდერებსა და სქესის “არმქონე” ადამიანებს მიმართავს, რომ მათთვის იბრძოლებს
Next: საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.