Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს – გიორგი კახიანი

მარშალ პრესი 03/04/2024
giorgi kaxiani

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს. საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა.

„სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან ასეთი არამეგობრული და გაუგებარი ქმედებები ადრეც ყოფილა და ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო ადეიშვილის იმ ფორმატში გამოჩენა, როდესაც ნიდერლანდებში უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და უკრაინის დელეგაციის მხრიდან ადეიშვილი მონაწილეობდა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია.

Post navigation

Previous: ის ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება, თავად აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებაში ჩართული
Next: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ტრანსგენდერებსა და სქესის “არმქონე” ადამიანებს მიმართავს, რომ მათთვის იბრძოლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.