Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიცით ყველაფერი თქვენზე, მაგრამ, ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 03/04/2024
nika gvaramia

“ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ” – ამ სიტყვებით მიმართავს “ოცნების” ხელისუფლებას ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება და პოლიტიკური შურისძიება არ უნდა მოჰყვეს ცვლილებებს.

“ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში, არ შეიძლება მართლა გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე – ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე და ამუნათებს ადამიანებს ამ ორი შიშით. შიშზე მოლაპარაკე კაცები, რომლებიც ქალების კვოტებს აუქმებენ, უცნაურად გამოიყურებიან, საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდნენ, ყველანაირს, მათ შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და მე აქვე შემიძლია, ვუთხრა, ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ეს – ვიცით ყველაფერი თქვენზე, მაგრამ არავინ არ დაგიჭერთ, ქვეყანას სჭირდება, რომ ტრანსფორმაცია ხელისუფლების მოხდეს მშვიდობიანად – ეს გვჭირდება და ევროკავშირის წევრობა,” – ამბობს გვარამია.

Continue Reading

Previous: სატელევიზიო პარტიის გაკეთება რომ მდომოდა, იმისთანა სატელევიზიო პარტია მქონდა, უკეთესი შეუძლებელია რომ გააკეთო
Next: პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და გადმოცემის მოთხოვნით ჰოლანდიას მიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025