Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” – როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი?

მარშალ პრესი 02/04/2024
1649152807-ლევან-ქარუმიძე~2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” დასწრებას აფასებს.

ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.

“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”.

როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი.” – წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X (Twitter)-ზე.

Post navigation

Previous: ადეიშვილს შუა ევროპაში ასეირნებენ და დიდი პატივით ხვდებიან – ედიშერ გვენეტაძე
Next: წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს – დიმიტრი გვრიტიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.