Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და “პრაიდის” წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა – დეტალები

მარშალ პრესი 02/04/2024
gvaramia2

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიასა და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ნიკა გვარამია მათ დაჰპირდა მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის“ წევრები ღიად განაცხადებენ, რომ უარს ამბობენ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მოთხოვნაზე და იტყვიან, რომ გამოდიან მხოლოდ ლგბტ თემატიკის შემცველი ფილმების თუ ნაწარმოებების ცენზურის წინააღმდეგ. წყაროს ცნობით, გვარამია მათ ასევე, დაჰპირდა, რომ ამ შემთხვევაში „თავისიანებს თვითონ დაელაპარაკებოდა”.

ამის მიუხედავად, ორი დღის შემდეგ, ის კვლავ დაუკავშირდა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს და უთხრა, რომ უჭირს თავისიანების დარწმუნება, რადგან ისინი პრაიდის წარმომადგენლებს გადამგდებებს ეძახიან და არ ენდობიან.

მისი თქმით, ძირითადი მოწინააღმდეგე ნიკა ფარულავა იყო. წყაროს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ამის გამო გამოხატავენ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გვარამიასა და მისი პარტიის მიმართ და ამბობენ, რომ ისინი შესაბამისად ვერ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.

Continue Reading

Previous: მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ნიკა გვარამიაზე წერილს აქვეყნებს
Next: მგონია, რომ ქალბატონი დანიგანი შეასრულებს პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025