Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

პროექტ „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 02/04/2024
434388698_801875031995084_1317853251865723675_n
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, დამატებით 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

Post navigation

Previous: უფრო მეტად ვიშრომოთ, უფრო მეტად პროფესიონალები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში და უფრო მეტი გავიღოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად
Next: რა შუაშია კვოტირება, მაგალითად, თაღლითი მამუკა ხაზარაძის “ლელოს” შემთხვევაში? რისი იმედი აქვს ამ ვერშემდგარ პოლიტიკოსს, როდესაც მისი თანაგუნდელები ტოტალურ სიბეცეს ამჟღავნებენ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის არითმეტიკაში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.