Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მოველოდი ამგვარ ისტერიას – ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას დაკავებაზე

მარშალ პრესი 17/05/2022
ირაკლი ზარქუა

არასოდეს გაგვიხარდება ვინმეს დაჭერა და დაკავება, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობა. აქ არის მოცემულობა, სადაც კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც დაფიქსირდა და რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, გაიზიარა სასამართლომ და შესაბამისად დადგა ეს შედეგი, – განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

„მე მოველოდი ამგვარ ისტერიას ადგილობრივი რადიკალებისგან, მათ შორის გარკვეული ენჯეოშნიკებისგან, გარკვეული ფასიანი ლობისტებისგან და საელჩოების გარკვეული წარმომადგენლებისგანაც. ზუსტად იგივე ხელწერაა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. თუ გაიხსენებთ მაშინაც ამბობდნენ, რომ თურმე სახელმწიფო ართმევს „რუსთავი 2“-ს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვარამიას, რომ თურმე დიქტატურა მყარდება, დემოკრატია მოკვდა და აპოკალიფსი დაიწყო. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ არის ეს სწორი არგუმენტი. დღეს გვაქვს სხვა თავისუფლება. ერთი ტელევიზიის ადგილას შეუძლიათ ერთ საათში გახსნან 5 ან 10. ვინ ინტერესშია ეს? ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით. სანამ სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ ბეჭედი არ დაუსვა, მანამდე გვახსოვს ეს ისტერია, ზუსტად ანალოგიურად მსგავსი. შემდეგ უვე ყველა გაჩუმდა, როგორც შიგნით ასევე საგარეო ველზეც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
Next: დავით სონღულაშვილი: ფასთა ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.