Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაშინაც მიუღებელი იყო ამერიკის საელჩოს სანქციები მოსამართლეებზე და დღესაც მიუღებელი იქნება მათი უარი სანქციების მოხსნაზე

მარშალ პრესი 02/04/2024
tamar chiburdanidze

„იმედია, სტრასბურგის სასამართლო მაინც არის ანგარიშგასაწევი ამერიკისთვის და მათ სანქციებს უდანაშაულო მოსამართლეებზე უკან წაიღებენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ პარტნიორი ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც ამერიკის ყოფილი ელჩი ქართველ მოსამართლეებს მოექცა.

„მამუკა მდინარაძის მიმართვა ამერიკის ელჩისადმი მოსამართლეებზე სანქციების მოხსნის თაობაზე, არის სამართლიანი მოთხოვნა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. თუმცა, პარტნიორი ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც ამერიკის ყოფილი ელჩი ქართველ მოსამართლეებს მოექცა.

მაშინაც მიუღებელი იყო ამერიკის საელჩოს სანქციები მოსამართლეებზე და დღესაც მიუღებელი იქნება მათი უარი სანქციების მოხსნაზე. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შიგნით მხოლოდ ოპოზიციასთან არ უნდა თანამშრომლობდეს მათი ინტერესების დასაცავად. პარტნიორი ქვეყნები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდნენ. სასამართლოზე შეტევა და სამართლიანი მოსამართლის რეპუტაციის შელახვა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კრიმინალისთვის გაასამართლა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმედია, სტრასბურგის სასამართლო მაინც არის ანგარიშგასაწევი ამერიკისთვის და მათ სანქციებს უდანაშაულო მოსამართლეებზე უკან წაიღებენ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: თურქეთი, რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ლათინური ამერიკა ანდროიდის საფრთხის ქვეშ მოხვდნენ: „კასპერსკის ლაბორატორია“
Next: უფრო მეტად ვიშრომოთ, უფრო მეტად პროფესიონალები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში და უფრო მეტი გავიღოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.