Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები

მარშალ პრესი 02/04/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას: „გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ დაიწყოს საუბარი იმ სანქციებზე, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, რათა მოეხსნათ. იმედს ვიტოვებთ, მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით ქართველი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს.

„ლოგიკურად – აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები. ასეთ შემთხვევაში, მან არ უნდა იტვირთოს, ასევე, გვარამიასა და მისი უახლოესი გარემოცვის ძალისხმევა, რომელიც მათ შარშან გამოავლინეს იგივე ფრენსის ფუკუიამასა და აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით ქართველი მოსამართლეების უსამართლო სანქცირების საქმეში. მაგრამ, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა ასეთი ლოგიკურობა რომ გამოავლინოს, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, სულ ცოტა, გაგებით უნდა ეკიდებოდეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, რამდენად შეინარჩუნებს ელჩის პოზიციას თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში – რიტორიკული შეკითხვაა. ამიტომ, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: კვოტირების, ანუ პოზიტიური დისკრიმინაციის გაუქმება კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს იმას, რომ ქალთა წარმომადგენლობას ისედაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ქვეყნის განვითარებაში
Next: თურქეთი, რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ლათინური ამერიკა ანდროიდის საფრთხის ქვეშ მოხვდნენ: „კასპერსკის ლაბორატორია“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.