Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ქვეყანას აიძულებენ ვეტინგის დანერგვას სასამართლო სისტემაში, მამუკა მდინარაძემ ამას საკადრისი პასუხი გასცა და აქეთ მოსთხოვა ამერიკის ელჩს უსამართლო სანქციის გაუქმება

მარშალ პრესი 02/04/2024
nino pochxua

დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე მე არ მახსენდება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება. ტრიბუნასთან იდგა სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თანაბარ ენაზე ესაუბრებოდა ისეთი ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიც ამერიკაა, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას შეეხება.

მისი თქმით, მართალია აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უნდა ჩაერიოს.

“დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე მე არ მახსენდება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება. ტრიბუნასთან იდგა სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თანაბარ ენაზე ესაუბრებოდა ისეთი ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიც ამერიკაა. მართალია აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს და ამას ჩვენ დავეთანხმოთ. დღეს როცა ქვეყანას აიძულებენ ვეტინგის დანერგვას სასამართლო სისტემაში, მამუკა მდინარაძემ ამას საკადრისი პასუხი გასცა და აქეთ მოსთხოვა ამერიკის ელჩს უსამართლო სანქციის გაუქმება იმ მოსამართლეზე, რომელმაც განიხილა გვარამიას საქმე და ევროპულმა სასამართლომ მის განაჩენს დადებითი შეფასება მისცა.
აი ასე იქცევა ღირსეული პოლიტიკოსი, ვისთვისაც ქვეყნის კეთილდღეობა სულერთი არ არის.

დიახ, სიმართლე ერთია, მაშინ როცა ვერაფრით ამტკიცებ მოსამართლის მიკერძოებას, ვერ ამტკიცებ გვარამიას სიმართლეს და ასანქცირებ უდანაშაულო მოსამართლეს, კრიმინალ გვარამიას კი უწოდებ პოლიტპატიმარს, ასეთი პასუხი ექნება დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსს.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ქალს ვერ ნახავთ ქალს, აღარ არის – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)
Next: როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.