Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა

მარშალ პრესი 01/04/2024
tamta megrelishvili

„ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ პარლამენტში დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა, ქუჩაში დაიწყება პროცესები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ქუჩის პროცესები ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რადიკალური ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ტელეკომპანიებისა და მედიასაშუალებების მხრიდან იგეგმება.

„თითოეულ გრანტს აქვს თავისი მიზნობრიობა და არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა.

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „მთავარმა არხმა“ კარგად იცის, როგორ და რა მიმართულებით გახარჯოს მის მიერ მიღებული დიდი ოდენობის გრანტი. ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“ პროექტის განხილვა, დაიწყება ქუჩის პროცესები, ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რასაც სათავეში ჩაუდგება რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, პარტიული ტელევიზიები.

რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა ზუსტად იციან, რომ 2024 წლის არჩევნები არჩევნებამდე უკვე წაგებული აქვთ. ისინი ეცდებიან ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ ლგბტ პროპაგანდის ან ვეტინგის საკითხები და ქუჩაში გამოიყვანონ, კარგად მომზადებული, გამოცდილი ახალგაზრდები ისე, როგორც გამოიყვანეს მაშინ, როცა „ხალხის ძალას“ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღება სურდა.

მოვუწოდებ მოსახლეობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად სწორად გაერკვნენ საკითხის არსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: თუკი რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ესაა უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, ამიტომ, კატეგორიულები ვართ მოთხოვნაში, რომ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები
Next: მამუკა მდინარაძის განცხადება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პოლიტიკოსის განცხადებაა – ვლადიმერ ბოჟაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.