Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა, აშშ-სა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები კი პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი

მარშალ პრესი 01/04/2024
tamta megrelishvili

„ვხედავთ, რომ ნიკა გვარამია ღია პოლიტიკურ თამაშში შემოვიდა, შესაბამისად, მას აღარ სურს კრიმინალის მანტია ჰქონდეს. მას სურს, რომ უდანაშაულო ადამიანის მანტია მოირგოს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ამით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი განხილვაში არც კი მიიღო. ამით სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია რეალურად დამნაშავეა, რომელიც გასამართლდა ისე, როგორც გასამართლდა და ეს სრულიად კანონიერი იყო, მიუხედავად იმისა, ამას ნიკა გვარამია აღიარებს თუ – არა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა და პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, ასევე, ბევრი ევროპარლამენტარი, რომლებიც მიჩნევდნენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Continue Reading

Previous: ნაცსექტის” რომელ ანგარებიან მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ასრულებს, ის ყიყინებს, ის დგება ცალ ფეხზე და მავნებლურ პროპაგანდას
Next: ქალს დაფასება სჭირდება და არა განფასება რიგითობის მიხედვით. ხალხის რჩეული უნდა იყოს ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი და არა სქესის მიხედვით შერჩეული პირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025