Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია

მარშალ პრესი 01/04/2024
sozar subari1

“არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართული იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მთლიანად სასამართლოს სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში,” – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარი გამოეხმაურა მოსამართლე ჩხიკვაძის მადისკრედიტირებელ კამპანიას და აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებების კანონიერება.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია, როცა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და იქ რამე ხარვეზის ძებნას აზრი არ აქვს.

არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართული იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მთლიანად სასამართლოს სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში.

როდესაც ადამიანის უფლებების სასამართლომ დაადასტურა, რომ ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და სამართლიანი, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დისკრედიტაციას ახდენდა სისტემის, ბოდიში უნდა მოიხადოს მოსამართლეს.“ – განაცხადა სუბარმა.

Continue Reading

Previous: სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო
Next: ნაცსექტის” რომელ ანგარებიან მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ასრულებს, ის ყიყინებს, ის დგება ცალ ფეხზე და მავნებლურ პროპაგანდას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025