Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ შედეგის დამდები სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები

მარშალ პრესი 01/04/2024
nino pochkhua

„კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს წინსვლას და წარმატებას გამოხატავს“- წერს  ნინო ფოჩხუა, რითაც ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნება” (V-DEM)-ის მიერ “მოსამართლეთა დევნის” ინდექსის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა.

„კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს წინსვლას და წარმატებას გამოხატავს. ამჯერად, კვლევა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების თავისუფლებას შეეხო, რაც ფაქტობრივად პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას ნიშნავს. ამ მანკიერებისგან საქართველო მსოფლიოში 46-ე, ევროპაში მე-16 და პოსტსაბჭოთა სივრცეში მე-2 ადგილს იკავებს. აი ამ შედეგის დამდები ქართული სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები. საქმე მარტივადაა, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება საერთოდ არ აინტერესებთ, მათ სურთ, ისევე როგორც ადრე, მოსამართლეთა კორპუსი დაიქვემდებარონ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ხუთი მოსამართლის გარდა, რომლებმაც გაყიდეს თავისი გუნდი და რომლებიც “დაჯილდოვდნენ” აშშ საელჩოსგან ევროპული ვოიაჟით, ქართველ მოსამართლეთა მთელი კორპუსი წინ აღუდგა თავს მოხვეულ ვეტინგის სისტემას და მყარად დგას ქვეყნის სამსახურში.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: “ვეტინგის” აუცილებლობაზე უსაგნო პროპაგანდა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს
Next: ოპოზიციის პროპაგანდა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის მართლმსაჯულებაში ჩაერიონ უცხო ქვეყნის ძალები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.