IMG.GE IMG.GE

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

გიორგი ყიფშიძის თქმით, ეს დაწერილი სცენარი იყო და გასაჩივრება არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ის შედეგი, რაც გუშინ დადგა, იყო წინასწარ ცნობილი, შესაბამისად წინასწარვე ვიცით, რომ ეს გასაჩივრება არაფერს მოიტანს იქამდე, სანამ საზოგადოება და ყველა ირგვლივ არ მიხვდება რა ხდება ამ საქმეში, ზოგადად რა იმალება და რის გადაფარვას ცდილობემ, არანაირი ცვლილება ამ საქმეს არ მოყვება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დასჯა ეს სრული დასჯა იყო, ეს არ იყო რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება და დანარჩენის სხვების, მიუთითებდა იმაზე რომ მცდელობა იყო რომ გამოეკვეთათ რომ, აი, 17 ადამიანი დავიჭირეთ, ამით რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ რეალურად იმ დიდი ტრაგედიის რაც მოხდა, გადაფარვა იყო. ვერსად იპოვით, რომ გიგა ტატიაშვილმა ვინმეს ძალადობა ორგანიზება კი არა, ვინმეს ზედმეტი სიტყვაც რომ აკადრა. მსგავსი ფაქტი სისხლის სსამართლის საქმეში არ არის. ერთადერთი რა შემხებლობაშიც იყო – დაბადების დღიდან წამოვიდა მანქანით და მერე წრე დაარტყა და მეგობრების წასაყვანად მოვიდა, მეტი არაფერი”, – აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება