Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება – პრემიერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

მარშალ პრესი 31/03/2024
irakli kobakhidze

დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე ვიმყოფებოდი. როგორც სიტყვით გამოსვლისას განვაცხადე, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.”- წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

“ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
ვისაუბრე საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება – გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”-  ამბობს პრემიერი.

Post navigation

Previous: ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბარაბას ანუ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ბოგინი საქართველოში!
Next: დღევანდელ დღეს შეეწირა ჩვენი უახლოესი ისტორიის საუკეთესო დემოგრაფიული ნაწილი – მათი უკვდავი სულების წინაშე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა ახალ პატრონს ჩავაბაროთ საჯიჯგნად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.