Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 31/03/2024
irakli garibashvili

300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადრე არსებული მახინჯი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მურუსიძე-ჩინჩალაძე სწორედ ამ სისტემის მსხვერპლნი იყვნენ.

„რას ერჩით მურუსუძეს? ეს არის ჩვეულებრივი კამპანია. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, იყო მახინჯი სისტემა. მახინჯი, მჩაგვრელი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და ასე შემდეგ.

მთელი ეს ინსტიტუტები, პრაქტიკულად, გაუქმებული იყო. ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე ახსენეთ, მაშინ ვინ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს? იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ესენი იყვნენ სისტემის მსხვერპლნი. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს. მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანები.

 მათ თავად გადაწყვიტეს, ჩვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ პროცესში. თქვენი ფავორიტი „ენჯეოები“, რომლებიც ემსახურებიან არა ქართულ, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, მაშინდელი „ენჯეოები“ პირდაპირ, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო. მახსოვს, აირჩიეს ბატონი მურუსიძე, თუ არ ვცდები ქალბატონმა გიგაურმა შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარზეიმით აღინიშნა ეს პროცესი. რატომ? მათი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო თავისუფალი არ გახდებოდა. საბედნიეროდ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჭირა სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და გვერდში დგომა აღვუთქვა თითოეულ მოსამართლეს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ამ სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიციისთვის. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: მჯერა, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, სულ მალე ვიზეიმებთ ერთიან, ძლიერ და ევროპულ საქართველოს!
Next: დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ გრანტი დაუმტკიცდა  „ნაცმოძრაობის“ერთ-ერთ  არხს – მამუკა მდინარაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025