Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 31/03/2024
irakli garibashvili3

დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ეს არის ჩვენი სასამართლო, ქართული სასამართლო, არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან უცხო ქვეყნებმა, ეგეც დაუშვებელია. მითუმეტეს აქ ზოგიერთი აგენტების ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტები არიან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გადახედეთ რეიტინგებს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში, ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. მათ შორის, პირველ ადგილზე ვართ კანონის უზენაესობის მიხედვით. ასე რომ, ეს კამპანია, რაც არის „ვეტინგთან“ დაკავშირებული, არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში
Next: მჯერა, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, სულ მალე ვიზეიმებთ ერთიან, ძლიერ და ევროპულ საქართველოს!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025