Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ხან ერთი მიუღებელი თემის შემოპარება ხდება და ხან მეორის, რეალურად კი ყველაფერი სუვერენიტეტის და იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული

მარშალ პრესი 31/03/2024
levan nikoleishvili

იმ გამოწვევების ფონზე რაც საქართველოს წინაშე დგას, დიახ, საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა აუცილებლობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მავნებლობებს, თუმცა, საზოგადიებაც ფხიზლად უნდა იყოს.

“იმ გამოწვევების ფონზე რაც საქართველოს წინაშე დგას, დიახ, საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია.

სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ხან ერთი მიუღებელი თემის შემოპარება-შემოცურება ხდება და ხან მეორის, რეალურად კი ყველაფერი სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ახალ ომში არ დაუშვა ხელისუფლებამ ჩვენი ჩართვა, ასევე არ დაუშვებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მავნებლობასა და მის გამოვლინებას. თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, ამ ბრძოლებში ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა აუცილებელია, რაც უდავოდ გამარჯვების საწინდარია.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალების მიერ მოსამართლეების ვითომ “გაშავების” კამპანია ქუჩებში წარწერებით, მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი არ გააჩნიათ
Next: უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გვექნება თვისებრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსარისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.