Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას

მარშალ პრესი 31/03/2024
irakli kobakhidze
ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი.
„რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა რეფერენდუმის დღე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრივობის უახლეს ისტორიას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი,“– აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება, შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია
Next: არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.