Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოსამართლეების უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს

მარშალ პრესი 30/03/2024
david kartvelishvili

“უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

“ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის ეს პატივისცემა ყველა მოსამართლეს არ ეკუთვნის. საბედნიეროდ მათ რიცხვში “ცალფეხზე” მდგომი და საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეჭვმიტანილი მოსამართლე იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მათი უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაშინ საკუთარ კეთილსინდისიერებაში

მხოლოდ ამავე სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა შეიტანეს ეჭვი. სანამ, თუნდაც ეს ორი მოსამართლე გვეყოლება მართლმსაჯულების სივრცეში, ეს იქნება დამატებითი სტიმული და მოტივაცია, ისე წესიერად და კანონმორჩილად ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ბედი მათი გადასაწყვეტი არ გახდეს…”, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: რა თქმა უნდა იდეალური სასამართლო არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ სასამართლო რომ გახდა დამოუკიდებელი სტრუქტურა და დღითიდღე იხვეწება, ეს არის ფაქტი და თუ ეს ვინმეს არ სიამოვნებს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის
Next: პარლამენტის პრინციპულობის შემთხვევაში რამდენიმე არასამთავრობოს და უცხოელი მავნებლური ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთაც და აღსრულებაც საპნის ბუშტივით გასკდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.