Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და არა ქართველმა ხალხმა, ხალხისთვის ის ისევ კრიმინალია

მარშალ პრესი 30/03/2024
tamar chiburdanidze

“ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უგულავა, მელია და გვარამია იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ.

“ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს. უგულავაც, მელიაც და გვარამიაც იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ. უბრალოდ, ამ კრიმინალების ციხეში ყოფნა არ აწყობთ მათ ლობისტებს. მათ ხომ უამრავი კომპრომატი აქვთ საკუთარ უცხოელ “მეგობრებზე”. ვინ იცის, როდის უმტყუნებთ ნერვები? უცხოეთშიც კარგად იციან ბისმარკის სიტყვები – “რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები”. ჯერ-ჯერობით გენიოსობის არაფერი ეტყობათ დამკვეთებს, თუმცა ნამდვილად ცდილობენ. მაგრამ ქართველი ოპოზიციონერები რომ ფანატიკოსები არიან, ამას ყველა ვხედავთ. ხოლო, რაც შეეხება მათ ავაზაკობას, ეს ყველაზე მეტად ვიცით ქართველმა ხალხმა. როგორც ჩანს, ნიკა გვარამიასაც ჰგონია, რომ ის პრეზიდენტთან ერთად ქართველმა ხალხმაც შეუწყალა. არა, ხალხისთვის ის ისევ კრიმინალია და კრიმინალებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლებას არ აძლევენ”, – წერს ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას
Next: სპორტს, გარდა იმისა, რომ სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025