Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არასოდეს არავის არაფერი გამოუვა – ნიკა მელია

მარშალ პრესი 30/03/2024
nika melia

სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არასოდეს არავის არაფერი გამოუვა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, მელია-გვარამიას პარტია აჯობებს თუ არა არჩევენებზე შედეგით მიხეილ სააკაშვილის პარტიას.

მელიას თქმით, არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს.

როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება.

„მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაცმოძრაობაში“ მიიყვანო, მაინც არაფერი არ გამოუვათ. მართალიც იქნება ქართველი ხალხი, რომ არაფერს არ გამოაყვანინებს. ეს არის სიმართლე. არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რამით უკეთესები იქნებოდნენ? არა. ეს კონტრასტი საზოგადოებამ დაინახა და კიდევ უკეთ დაინახავს. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება. ჩვენ დავისახეთ ამბიციური ამოცანა და მიზანი, ამ პარტიამ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს, სხვა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ მათ, ვისზეც მეკითხებით, ექნებათ ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი უნდა გახდეს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, ამომრჩეველი გადაწყვეტს და ექნებათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი. არ ვეთანხმები არც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, ბარიერს კი არა, ოთხჯერ ბარიერს გადავლახავთ“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

Continue Reading

Previous: დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი
Next: ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025