
“ფორმულა”-ზე კეზერას ჯუჯალარები შეკრიბეს – გვარამია, ელენე, ზურა ჯაფარიძე ” ევროპული საქართველო”-დან კაკოს {ბობოხიძეს} ითხოვდნენ, იმისთვის რომ კეზერაშვილის არაკონკურენტუნარიანი ჯუჯალარებისთვის ვირტუალური რეალობა შეექმნათ, სადაც “ახალგაზრდები ბოკერიამ დაბლოკა”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და ეხმიანება ვახო სანაიას გადაცემას, სადაც მიწვეულები იყვნენ ჩამოთვლილი სტუმრები.
პარტიამ კაკოს ნაცვლად ჩემი წასვლა გადაწყვიტა. ამომრჩევლის ინტერესებშიც ჩემი წასვლა იყო – ახალი ვარ ამ ამპლუაში და ცხადია რომ უფრო საინტერესო სანახაობას შევქმნიდი
ფორმულამ მორიგ ჯერზე დაბლოკა
პარტია რადგან მანიპულაციურ რეალობას ვერ შექმნიდა. კეზერაშვილის ჯუჯალარებმაც სასათბურე გარემო შეიზილეს.
სანამ ეს ანტისანიტარია არ ჩაირეცხება, მანამდე ბიძინა იჯეჯილებს. და ხვდებით ალბათ, რომ ისე მოხდება როგორც ვამბობ – იმედია დაგროვდა გამოცდილება.
P.S. ცხადია ყველა სადამკვირვებლო მისიასთან და ყველა ვიზიტზე ვისაუბრებთ სააკაშვილ/კეზერაშვილის მიერ შექმნილ კარიკატურულ მედია კლიმატზე და იმ მეთოდებზე რითაც კეზერაშვილი ანადგურებს ქართულ ოპოზიციას (და რასაც ოპოზიციის არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლები უპრავებენ) და ამცირებს დემოკრატიული ცვლილების შანსს”- წერს ჩერგოლეიშვილი.