Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გამყარდეს – დიმიტრი ხუნდაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე

მარშალ პრესი 29/03/2024
dimitri khundadze

„ერთ მხარეს არის გარედან შემოტანილი ჭრელაჭრულა კუპიურები, მეორე მხარეს კი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას და მისი დაცვისთვის შემუშავებული კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სექსუალური უმცირესობისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით, თუმცა, სამწუხაროდ, დასაცავი გახდა თავად უმრავლესობა.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც მომაკვდავი ერების სიაშია შესული და გვმართებს მეტი სიფრთხილე.

საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ კანონს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით, მაგრამ, როცა არ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მოვიდეს და შეეცადოს კანონმდებლობის შეცვლას, ამიტომ მეტი დაზღვევისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებითაც უნდა გამყარდეს ფუნდამენტი, რათა ამ თემას არავინ შეეხოს.

რაც შეეხება ოპოზიციას – ერთ მხარეს არის უმცირესობა, რომელსაც ლობირებას უწევს გარე ძალების საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლობისტური ჯგუფები, სადაც იდება დიდი ფული და მეორე მხარეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. სექსუალური უმცირესობისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით. მაგრამ, სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ უმცირესობა დავიცავით და უმრავლესობა გახდა დასაცავი.

ასე რომ, ერთ მხარეს არის გარედან შემოტანილი ჭრელაჭრულა კუპიურები, მეორე მხარეს კი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას და მისი დაცვისთვის შემუშავებული კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით.

ოპოზიცია, რომ წამოვიდეს უმრავლესობისკენ, დაკარგავს ფულს, პატრონებს, არადა ვერც საზოგადოების დასანახად აფრიალებენ ლგბტ დროშას, რომელიც შეიძლება უხდებათ კიდეც.

ასეთ შემთხვევაში დაკარგავენ საზოგადოებას, ამომრჩეველს, არადა არჩევნები მოდის და გაიჭედნენ შუაში.

როცა კანონს – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ეთანხმები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშა გიჭირავს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: მოკლე დროში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა
Next: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია – პრემიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025