Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან მადლიერების, მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ძალიან კარგად იციან

მარშალ პრესი 29/03/2024
david kartvelishvili

„ჭოუ ციენის დღევანდელი ვიზიტი ორი მეგობრისა და პარტნიორის შეხვედრას წარმოადგენდა, რომლებსაც, (დარწმუნებული ვარ), ბევრი საინტერესო თემა ექნებოდათ განსახილველი – ეკონომიკური პროექტებით დაწყებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინებული“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან მადლიერების, მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ძალიან კარგად იციან.

„ორი ქვეყანა – ორი მიდგომა. პირველი – უკრაინა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს ევროპაში, ლი ჰუეის, აწ უკვე ყოფილმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა გაუგონარი, ბრბოსთვის დამახასიათებელი შეურაცხყოფა მიაყენა: უცენზურო კონტექსტში დაამახინჯა მისი გვარი. ამის შემდეგ ზელენსკი თვეების განმავლობაში დასდევდა ჩინეთს – „არისტოფან, არისტოფან – გეხუმრე კაცო!-ს“ შეძახილით, მაგრამ – ამაოდ. ჩინეთი, როგორც პოტენციური შუამავალი უკრაინის ომში მოლაპარაკების პროცესში, ჰაერივით სჭირდება უკრაინას, მაგრამ ალექსეი დანილოვის დასჯამდე პეკინი კიევს სათოფეზე არ ეკარებოდა.

ქვეყანა მეორე – საქართველო, სადაც მადლიერების, მეგობრობის, პარტნიორობის ფასი თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან ძალიან კარგად იციან. იციან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადგილობრივი ბრბოც პეკინს მხოლოდ სეპარატისტულ პრიზმაში განიხილავს. მაგრამ ჩინეთს კარგად ესმის, რომ ჩვენი „ტაივანჩიკები” სწორედ იმ დანილოვის „სულიერი” და/ძმები არიან, ხოლო პეკინი/თბილისის სტრატეგიული ურთიერთობების სათავეში დღეს ორი ირაკლი – კობახიძე და ღარიბაშვილი არიან. ამ უკანასკნელთან ჭოუ ციენის დღევანდელი ვიზიტი ორი მეგობრისა და პარტნიორის შეხვედრას წარმოადგენდა, რომლებსაც, (დარწმუნებული ვარ), ბევრი საინტერესო თემა ექნებოდათ განსახილველი – ეკონომიკური პროექტებით დაწყებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინებული“, – წერს დავით ქართველიშვილი

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა
Next: მოკლე დროში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025