Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს

მარშალ პრესი 29/03/2024
gia abashidze

კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.

აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება.

“დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად “მოითხოვა” უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.

წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები “გაყალბებულად” გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
Next: ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, ეს კანონპროექტი რუსული რატომაა?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.