Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის რომ იბრძვიან, სწორედ ეს არის საზოგადოების პასუხი მათ რადიკალიზმზე

მარშალ პრესი 29/03/2024
kakha kaladze

ბოროტებისა და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.

„ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება, ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. როდესაც გაქვს ამბიცია, იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი. ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ამინდის პროგნოზი 30 – 31 მარტის ჩათვლით
Next: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.