Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი

მარშალ პრესი 29/03/2024
untitled-design-2

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.

ასევე, ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფო ახალი მისამართზე ლუბლიანის 70-ში განთავსდება.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
Next: ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოდან გერმანიაში პირდაპირი, სპეციალური რეისები დაინიშნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.