IMG.GE IMG.GE

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ -გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი”,-აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება