Skip to content
30/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის

მარშალ პრესი 28/03/2024
david kacharava

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად მასობრივი სპორტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. დავით კაჭარავამ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის რანგში დღეს შიდა ქართლის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურა მოინახულა.

დეპუტატი რეგიონში არსებულ პრობლემებს ადგილზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო. დავით კაჭარავას თქმით, შიდა ქართლის რეგიონი გამოირჩევა უამრავი ოლიმპიური ჩემპიონით, რაც ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისათვის.

„შიდა ქართლის რეგიონიდან გვყავს უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი და სახელოვანი სპორტსმენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ჩაერთონ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომლის დაუფლების სურვილი აქვთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Continue Reading

Previous: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
Next: ლანჩხუთის მერიასა და “სოციალურ სახლს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025