Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც “ნეტგაზეთს”, ასევე კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას

მარშალ პრესი 28/03/2024
gia abashidze

“როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოცემა “ნეტგაზეთმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება მოახდინა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა.

“როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც “ნეტგაზეთს”, ასევე ფსევდოლიბერალურ “რადიო თავისუფლების” ქართულ რედაქციასაც და კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამარცხვინო სააგენტომ, რომელიც კარგია რომ აღარ არსებობს, ჩემთან ინტერვიუს სათაურში დაწერა – “ქართული ოცნების” მთავრობა უნდა გადადგეს”. გესმით ხომ, რა იაფფასიანი ‘ფეიკი’ იყო?!
ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც ჩვეულ პრაქტიკაში აქვს ‘ფეიკნიუსერობა’ გაქრობას ვუსურვებ საჯარო სივრციდან.
ამ ე.წ. ვეტინგის და ნაცსექტის დღის წესრიგის სხვა თემებს ნუ გადაყვებით “ჟურნალისტებო”! სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა!”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც – მოქმედი მოსამართლე გამოცემა “ნეტგაზეთს” პასუხობს
Next: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025