Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევრო დეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს

მარშალ პრესი 28/03/2024
tamar chiburdanidze

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიას სარჩელის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულოდა და აუცილებელი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევრო დეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიას სარჩელის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულოდა და აუცილებელი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო [თურმე, როგორი სამართლიანი გადაწყვეტილება გამოუტანია ამ მოსამართლეს] არ შეუშვეს ამერიკაში. გვახსოვს ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილი ელჩების განცხადებები, ევრო დეპუტატების განცხადებები [მოდით აღვნიშნოთ, რომ ყველას არ გაუკეთებია განცხადება და მხოლოდ 5-6 დეპუტატი აქტიურობს მუდმივად ], ასევე ოპოზიციის ლობისტების განცხადებები – მათ ამ მოსამართლეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს. მის სამართლიანობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი ჩვენ არ გვეპარებოდა, მათ კი ეჭვი კი არ შეეპარათ, პირდაპირ უცხოეთიდან გაანადგურეს ამ მოსამართლის იმიჯი და რეპუტაცია,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Continue Reading

Previous: გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი ( CESL) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
Next: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც – მოქმედი მოსამართლე გამოცემა “ნეტგაზეთს” პასუხობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025