Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 28/03/2024
zurab kadagidze

„ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება მსგავსი კანონები.

“ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: – რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

აჰა, საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა… ხუმრობა იქით იყოს და მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას ხომ უფრო მეტად ესაჭიროება?! საჭიროების აუცილებლობასაც, რომ დავანებოთ თავი ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ. დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოგვთხოვს ევროკავშირი კანონს გამჭვირვალობის შესახებ და როგორ მოვიქცეთ – საფრანგეთის, ჩეხეთის და ზოგადად ევროკავშირის კანონმდებლობა გავიაზროთ თუ სამნიძის, კორძაიას და ნაცვლიშვილის კოლაბორაციულ შეგონებებს დავჯერდეთ?!” – წერს ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები კანონდება, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო
Next: გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი ( CESL) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025