Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 28/03/2024
untitled

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. Euractiv-ის ცნობით, ინიციატივას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 25 იყო.

„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, საშა ულიემ, რომელიც ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო.

ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. ეს ღონისძიება თავდაპირველად მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს. რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ.
მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს.

Continue Reading

Previous: გამოჩნდა აქაური ჭიჭიკოს, პატიკოს, ხაბეს, გუბაზას, კალიურანდის, კრამონის თუ დოლ-გარმონის, ამდენი ხნის განმავლობაში გადამალული დაქალი
Next: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025